воскресенье, 27 марта 2016 г.

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე იყო მეტად ნაყოფიერი - ვისაუბრეთ შეფასებაზე და მის ხუთ მიზანზე. გავაანალიზეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების მიზნებთან დაკავშირებული მეთოდები და ინსტრუმენტები და შევავსეთ პროექტის გეგმა.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე და ამის შემდეგ ინტერნეტის გამოყენებით ვიმუშავეთ ბლოგის გაფორმებაზე: ავტვირთეთ ფოტოები და ვიდეოები.
ჩვეულებისამებრ დღევანდელი დღეც იყო სახალისო და მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენა მოვახერხეთ.

суббота, 26 марта 2016 г.

მესამე დღე

საინტერესო, სახალისო და პროდუქტიული იყო დღევანდელი დღე:  დავასრულეთ მშობლის ბუკლეტი, შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების, ინდიკატორების და განახლებული ბლუმის ტაქსონომიის  ლექსიკის გამოყენებით. ამისთვის გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალს და მის რესურსებს.
გავეცანით და შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები, შევასრულეთ ჯგუფური სამუშაო მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავებაზე გონებრივი იერიშის სტრატეგიის გამოყენებით - შესაბამისობაში უნდა მოსულიყო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ერთმანეთთან. 

воскресенье, 20 марта 2016 г.

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით ერთმანეთს და წარმოვადგინეთ საპროექტო თემები. სახელმძღვანელოდან გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს და დავიწყეთ პროექტის ბუკლეტის დამზადების პროცესი. ბუკლეტის არსებობის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მშობელს ან დაინტერესებულ პირს ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენი პროექტის შესახებ. 

суббота, 19 марта 2016 г.

პირველი დღე

სწავლა- სწავლების პროცესში პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩემთვის აუცილებელია ამ ტიპის ტრენინგის გავლა.
დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, გავეცანით სატრენინგო სახელმძღვანელოს ასევე გავეცანი მოსწავლეთათვის გამოსამუშავებელ 21-ე საუკუნის უნარჩვევებს, სასწავლო გეგმის შაბლონს, შევქმენი თემატური ბლოგი, სადაც განვათავსებ ახალ აქტივობებს, რასაც მომავალში გამოვიყენებ პროექტებით სწავლებისას.