суббота, 16 апреля 2016 г.

მე-9 დღე

დღევანდელმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. უკეთესად გავეცანით ერთმანეთს, წარმოვადგინეთ პრეზენტაციები და დაგეგმილი სასწავლო პროექტები წარუდგინეთ ერთმანეთს.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

მე-8 დღე

განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე. ვიმუშავეთ გასაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის დამხმარე რესურსის შექმნაზე. გავეცანით  google drive -ზე მუშაობის პრინციპებს, მისის გამოყენების საშუალებებს.
ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ   google drive -ზე და გამოვაქვეყნეთ.

суббота, 9 апреля 2016 г.

მე-7 დღე

დღეს დასრულეთ სასწავლო გეგმის პროცედურების შევსება, სახელმძღვანელოდან გავეცანით მე-6 მოდულს, სადაც განხილულია დიფერენცირებული სწავლების მეთოდები და საშუალებები. იქ მოცემული ინსტრუმენტების საშუალებით შევავსეთ სასწავლო გეგმის შესაბამისი პოზიცია. 

воскресенье, 3 апреля 2016 г.

მე-6 დღე

დღეს დავასრულეთ საბაზისო უნარების და და დავიწყეთ პროექტის პროცედურების წერა, გავაგრძელეთ მუშაობა მოსწავლის საპრეზენტაციო ნიმუშზე PoverPoint-ში, გავეცანით ანიმაციების და ეფექტების  გამოყენების შესაძლებლობებს პრეზენტაციისთვის. სამუშაო დღის ბოლოს შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. 

суббота, 2 апреля 2016 г.

მეხუთე დღე

ჩვეულებისამებრ, საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. სამუშაო შეხვედრა დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების მიმოხილვით.
საშინაო დავალებაც აქვე დავგეგმეთ - პროცედურების საორიენტაციო მონახაზი დავწეროთ სახლში.
გავაგრძელეთ ბლოგზე მუშაობა : გამოკითხვის  და  სტატისტიკის გაჯეტების დამატება , გვერდების დამატება და მისი შევსება.  შეხვედრის ბოლოს გავეცანით სასწავლო ნიმუშის შექმნის ინსტრუქციას,  საპრეზენტაციო პროგრამის Power Pointis მიმოხილვა, მისი გამოყენებისთვის მივიღეთ რეკომენდაციები  და დავიწყეთ სასწავლო ნიმუშის   შექმნა. ეს აქტივობა აუცილებელია იმისთვის რომ პროექტის დასაწყისშივე მოსწავლეს წარმოდგენა ჰქონდეს  რა ტიპის ნიმუშის შექმნას ითვალისწინებს ჩვენი პროექტი. 

воскресенье, 27 марта 2016 г.

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე იყო მეტად ნაყოფიერი - ვისაუბრეთ შეფასებაზე და მის ხუთ მიზანზე. გავაანალიზეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების მიზნებთან დაკავშირებული მეთოდები და ინსტრუმენტები და შევავსეთ პროექტის გეგმა.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე და ამის შემდეგ ინტერნეტის გამოყენებით ვიმუშავეთ ბლოგის გაფორმებაზე: ავტვირთეთ ფოტოები და ვიდეოები.
ჩვეულებისამებრ დღევანდელი დღეც იყო სახალისო და მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენა მოვახერხეთ.